about

შპს „შუთს რე სადაზღვევო ბროკერი“
არის საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის  მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო საბროკერო კომპანია.

შპს „შუთს რე სადაზღვევო ბროკერი“, სრულად შეესაბამება მიმდინარე ადგილობრივ კანონმდებლობასა და რეგულაციებს.

შპს  „შუთს რე სადაზღვევო ბროკერი,“ არის შპს „სადაზღვევო საბროკერო კომპანია კალმა“-ს შვილობილი. შპს „სადაზღვევო საბროკერო კომპანია კალმა“ 2018 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დღეისათვის 100-ზე მეტ სხვადასხვა სფეროს  კორპორაციულ კლიენტს ემსახურება.

შპს „კალმა”  ერთ-ერთი ლიდერია ბაზარზე და  ადგილობრივი  ზედამხედველის მაჩვენებლების მიხედვით საქართველოს სადაზღვევო ბროკერთა პირველ ხუთეულში იკავებს ადგილს.

შპს „შუთს რე სადაზღვევო ბროკერი“-ს საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა გადაზღვევა და დასავლურ გადამზღვეველ კომპანიებთან  თანამშრომლობა.

ჩვენი გუნდის სტრატეგიაა მოვიპოვოთ კლიენტის ინტერესებსა და რისკებზე მორგებული საუკეთესო პროდუქტი საუკეთესო ფასად, სრული სადაზღვევო წლის მანძილზე ვიყოთ ჩართულები მომსახურების ხარისხის დაცვის პროცესში და ზარალის შემთხვევაში მაქსიმალურად დავიცვათ კლიენტის ინტერესები.

ჩვენი მიზანია დასავლურ გადამზღვეველ კომპანიებთან თანამშრომლობით კლიენტის რისკების გადაზღვევა. ამავდროულად დასავლურ გადამზღვეველ და ადგილობრივ  სადაზღვევო კომპანიებს შორის გარიგების პროცესის კოორდინაცია.